ეროვნული ბანკის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის მარტში საქართველოს ბაზარზე მიმოქცევაში სულ 8 მილიონ 769 ათას 398 საკრედიტო და სადებეტო ბარათი იყო.კერძოდ, სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, მარტში საგადახდო საკრედიტო ბარათების რაოდენობამ მილიონ 423 ერთეული, საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობამ კი 7 მილიონ 768 ათას 975 ერთეული შეადგინა.
რაც შეეხება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, 2017 წლის მარტში ბაზარზე 685 ათას 98 საკრედიტო და 8 მილიონ 548 ათას 974 სადებეტო ბარათი იყო.