09:12
29 მარტი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საქართველოში მძღოლთა კომპეტენტურობის ასამაღლებელად 14 მლნ ლარი დაიხარჯება
14-02-2020

 

მთავრობამ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2020 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის ხარისხის, საგზაო მოძრაობის მონაწილეების უსაფრთხოების დონის, საგზაო მოძრაობის წესების აღსრულების ეფექტურობის, საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების დონისა და საგზაო შემთხვევის შემდგომ რეაგირების ეფექტურობის გაუმჯობესება - ეს არის ის ხუთი ძირითადი მიმართულება, რომლებიც 2020 წლის სამოქმედო გეგმაში პრიორიტეტებად განისაზღვრა.

გეგმაში მათ შორის, გათვალისწინებულია მძღოლთა პროფესიული კომპეტენტურობის ასამაღლებელი რეგიონალური მნიშვნელობის ტრენინგ-ცენტრის მშენებლობა/მოწყობა. ცენტრის მშენებლობის საპროგნოზო ბიუჯეტი კი 14 მილიონი ლარია. ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ამ ცენტრზე პასუხისმგებელი უწყება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები