საქართველოში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა. კერძოდ, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ შეიქმნა.ფერმის ასაშენებლად ჯამურად მილიონ 410 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც მილიონ 260 ათასი ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო.
ფერმა წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინას ხორცს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია საექსპორტო ბაზრებზე, ძირითადად იტალიაში მოხდება. იგეგმება ასევე ადგილობრივ ბაზარზე გასვლაც.