საქართველოში ლოგისტიკური ცენტრების განვითარება იწყება. გერმანული კომპანიის რეკომენდაციით, უკვე შერჩეულია ორი ლოკაცია, სადაც თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრების განთავსება იგეგმება. მათგან ერთი, აღმოსავლეთ საქართველოში, სოფელ კუმისთან და მეორე დასავლეთში - ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ აშენდება. სპეციალისტების განცხადებით, ლოგისტიკური ცენტრების განვითარება გაზრდის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს, წაახალისებს ექსპორტს და ხელს შეუწყობს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.ლოგისტიკის ასოციაცია.თბილისის ლოგისტიკური ცენტრის ჯამური ღირებულება 80 მილიონ 300 ათას დოლარს, ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრის კი 72 მილიონ 500 ათას დოლარს შეადგენს. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.