05:59
21 აპრილი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საქართველოში ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის კონტროლი დაიწყება
07-04-2021

მთავრობამ ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის რეგლამენტირების წესი დაამტკიცა.

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს ქიმიური ნივთიერების ტყვიის და მისი ნაერთების დასაშვები ზღვრული რაოდენობის შემცველობის შესახებ სამშენებლო გამოყენებისთვის განკუთვნილ ლაქ-საღებავებზე.

რეგლამენტის თანახმად, ლაქ-საღებავები არ უნდა შეიცავდეს 0.009%-ზე (90 ppm-ზე) მეტ ტყვიას საღებავის საერთო არააქროლადი ნაწილის წონიდან ან საღებავის გამშრალი აპკის წონიდან.

დადგენილება 2023 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები