სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით, „Bocuse d’Or“ - ის კონკურსი საქართველოში პირველად ჩატარდა. შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული ქართველი შეფ-მზარეულები, მომდევნო წელს, ტალინის ნახევარფინალზე იქნებიან წარმოდგენილები. აღნიშნულ კონკურსში წარმატებით ასპარეზობის შემთხვევაში კი 2021 წელს, საქართველო საფრანგეთში Bocuse d’Or -ის საერთაშორისო ფინალზე წარსდგება, სადაც 24 ქვეყნის ფინალისტები უმაღლესი ჯილდოს - „ოქროს ბოკუზის“ მოსაპოვებლად იბრძოლებენ.