ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ელექტროენერგიის მოხმარებისა და კრიპტოვალუტების ფასის დინამიკის ანალიზი წარადგინა. როგორც მასალაშია აღნიშნული, საქართველოში კრიპტოვალუტის მასიური მოპოვება შესაძლოა, ელექტროენერგიის დეფიციტის მიზეზი გახდეს.
დოკუმენტის თანახმად, კრიპტოვალუტის მოპოვება - ე.წ „მაინინგი“ მნიშვნელოვან ელექტროენერგიას მოიხმარს. შესაბამისად, მასიური მაინინგი, შესაძლოა, საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების ზრდის და ელექტროენერგიის დეფიციტის მიზეზი გახდეს.
ამასთან, როგორც მასალაშია აღნიშნული, ეს რისკ-ფაქტორი დიდი ქვეყნებისთვის ჯერ-ჯერობით არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. რაც შეეხება საქართველოს, თუ გავითვალისწინებთ, რომ აფხაზეთში დიდი რაოდენობით მომპოვებელი სისტემების განთავსების რისკი არსებობს, გარკვეული რისკები იკვეთება.