საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-12 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილია 81 წლის ქალი.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 652 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 383 გამოჯანმრთელებულია. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ბოლო 24 საათში 5-ით გაიზარდა და 5-ვე პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ისინი კლინიკაში საკარანტინო ზონიდან წუხელ შეიყვანეს. როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში განმარტავენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პაციენტები თავს კარგად გრძნობენ.