ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 140 პირი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 209 462 შეადგინა.გამოჯანმრთელდა 4 227 ადამიანი, შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 184 668-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 811 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 480 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 331 PCR ტესტით.