საქართველოში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მოიმატა. ბოლო 24 საათში, კიდევ 45 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა ჯამში 1387-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
ამასთან, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 947 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 124 568-მდე.