საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 პაციენტი გარდაიცვალა - Palitra News

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 პაციენტი გარდაიცვალა

2020-11-26 10:49:19+04:00

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1124 გარდაცვალების შემთხვევა. ამასთან, დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 200 პაციენტი.

სულ კორონავირუსისგან 98 781 ადამიანი განიკურნა.