საქართველოში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში, ვირუსს 1953 ადამიანი ემსხვერპლა. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 981 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 201 368-ს.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 001 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 169 282-მდე.