საქქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 694 პირი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ამასთან, ბოლო 24 საათში, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 612 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 235 491-ს.
ბოლო 24 საათში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 419 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 223 695-მდე.