საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა - Palitra News

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა

2021-02-27 10:56:23+04:00

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 499 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 34 933 ტესტი ჩატარდა.