საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა - Palitra News

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა

2020-10-01 11:00:38+04:00

საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6640-მდე გაიზარდა. ახალი შემთხვევებიდან 241 აჭარაში დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან 299 ადამიანი გამოჯანმრთდელდა საერთო ჯამში იმ ადამიანების რიცხვი რომლებმაც ვირუსი დაამარცხეს 3419-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. „კოვიდ“-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1100-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით 40 ადამიანი გარდაიცვალა. მეორმოცე გარდაცვლილი პაციენტი 81 წლის მამაკაცია და ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.