ინფექციური საავადმყოფოდან მეათე პაციენტი გაეწერა, რომელსაც კორონავირუსი აღარ დაუდგინდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, მეათე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო უკვე დატოვა. გამოჯანმრთელებული პაციენტი საკუთარ სახლში თვითიზოლაციაში გადავა, სადაც მას მეთვალყურეობას ეპიდემიოლოგები გაუწევენ.
ამ დროის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტი არის გამოჯანმრთელებული.
ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის მქონე 42 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, ქვეყანაში კი ვირუსის მქონე 73 ადამიანია.