საქართველოში უკვე კორონავირუსით ინფიცირებული 21 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინი დირექტორის, მარინა ეზუგბაიას გაცნხადებით, პაციენტი საავადმყოფოს სავარაუდოდ დღეს დატოვებს. მას ტესტზე უარყოფითი პასუხი გუშინ გვიან ღამით მიუვიდა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4995 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 278 პირია.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით სულ 108 ადამიანია ინფიცირებული.