კორონავირუსისაგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ბოლო 12 საათში გამოჯანმრთელებული 2 პაციენტიდან ერთი მკურნალობის კურსს ინფექციურ საავადმყოფოში, ხოლო მეორე საჩხერეში გადიოდა.
6 ცენტრში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულები გადაინ მკურნალობის კურსს, გამოჯანმრთელებულ პაციენტებს უახლოესს მომავალშიც ელოდებიან. ამ დროისთვის ინფიცირებული 68 პაციენტია. კარანტინის რეჟიმში 4505 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247.