საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა - Palitra News

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა

2020-03-27 10:03:46+04:00

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა 81-მდე გაიზარდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან მათ ცენტრში ერთი პაციენტი იმყოფება, დანარჩენები კი კოვიდის მიმღებ სხვა საავადმყოფოებში არიან მოთავსებული. მისივე თქმით, თბილისის ინფექციურ საავდმყოფოში მყოფი კორონავირუსის მქონე ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

კოვიდი 19-ის მქონე პაციენტებს სულ 6 ცენტრი ემსახურება.