საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 211-მდე გაიზარდა - Palitra News

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 211-მდე გაიზარდა

2020-04-09 09:26:24+04:00

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 211-მდე გაიზარდა. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4500-ზე მეტი ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 353 პირი.

ინფორმაციისთვის, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 211 ადამიანიდან 50 გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილია 3 ადამიანი.