საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ერთით გაიზარდა და 156 შეადგინა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე თქმით, კლინიკაში მოთავსებული პაციენტების საერთო მდგომარეობა სტაბილურია, ორი კრიტიკული პაციენტიდან ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი რჩება კრიტიკულად. მისივე თქმით, ბოლო მონაცემებით, კლინიკაში 4 მძიმე პაციენტი ხოლო ერთი კრიტიკული პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.ცნობისთვის კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 344 პირი.