საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმშია 5437 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 260 პირი.
გაზრდილია გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობაც და ამ დროისთვის 26-ს შეადგენს.
ინფორმაცია უკვე განთავსებულია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე.