საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე STOPCOV.GE-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის 108 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კარანტინის რეჟიმში 4 900-ზე მეტი ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 278 პირი იმყოფება.
ინფორმაციისთვის, 108 ადამიანიდან 21 გამოჯანმრთელებულია.