საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ინფექციური საავადმყოფოს საედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, გუშინ ჩატარებული 15 ტესტიდან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა კორონავირუსზე დადებითი. პაციენტი ბოლო სამი ინფიცირებულის კლასტერიდან არის.
ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის სულ 34 შემთხვევაა დაფიქსირებული აქედან ერთი, ნომერ პირველი პაციენტი, უკვე გამოჯანმრთელდა და ინფექციური საავადმყოფოდან გუშინ გაეწერა. კარანტინის რეჟიშმი 1008 პირი ხოლო სტაციონაული მეთვალყურეობის ქვეშ 64 იმყოფება.