05:25
1 აგვისტო, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
22-06-2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 956 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 953 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 003 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 914 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 360 055-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.27 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.43%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.55%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 635 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 346 217-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 199 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 914 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 524 შემთხვევა, აჭარა - 47, იმერეთი - 87, ქვემო ქართლი - 63, შიდა ქართლი - 57, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 42, კახეთი - 64, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

AutoPlay
არსებული ინფორმაციით, თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
ერაყში თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
სიცილიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
ირაკლი ღარიბაშვილი - თანავუგრძნობ მეგობარ თურქეთს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების და ზიანის გამო
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
ტოკიოს ოლიმპიადაზე ანტონ პლესნოიმ ძალოსნობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რითაც საქართველოს მეხუთე მედალი მოუტანა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
თურქეთში რამდენიმე პროვინცია სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები