საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6 -ით გაიზარდა და 701 გახდა. კიდევ 7-მა ადამიანმა დატოვა კლინიკები და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 432-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 3890 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 357 პირი. საქართველოში კრონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.