ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 557 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 264 158-ს. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა განთავსებული.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.54%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.5%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.23%.
ბოლო 24 საათში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 639 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 256 024-მდე.
ამასთან, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევაა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 321 პირი ემსხვერპლა.