12:37
26 იანვარი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5381 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 30 პაციენტი
15-01-2022

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 516 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 800 კვლევა ანტიგენის ტესტით და 29 716 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 381 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 990 183-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.47 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.24% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.62%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 065 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 925 137.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 425 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 381 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 3 144 შემთხვევა, აჭარა - 557, იმერეთი - 539, ქვემო ქართლი - 191, შიდა ქართლი - 262, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 230, კახეთი -173, მცხეთა-მთიანეთი - 101, სამცხე-ჯავახეთი - 69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.

AutoPlay
ჯანმო - მსოფლიოში, გასულ კვირაში, კორონავირუსის 21 მილიონი შემთხვევა გამოვლინდ
გამოქვეყნდა 9 წუთის წინ
ხორვატიის პრემიერი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებაზე - მთავრობის სახელით, ბოდიშს ვიხდი უკრაინელების წინაშე
გამოქვეყნდა 9 წუთის წინ
რუსეთის დუმის სპიკერი - აშშ-ს სურს რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც მართვადი და ლოიალური იქნება
გამოქვეყნდა 10 წუთის წინ
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, ფარმაცევტული საწარმოების GMP სტანდარტზე გადასვლის საკითხები განიხილეს
გამოქვეყნდა 15 წუთის წინ
"ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნების" ოფისთან აქციას მართავს
გამოქვეყნდა 25 წუთის წინ
შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ გიორგი კვირიკაშვილი ანაკლიის პორტს გადაჰყვა - მამუკა ხაზარაძე
გამოქვეყნდა 26 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები