საქართველოში, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 538 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 261 018-ს. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ბოლო 24 საათში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 498 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 252 246 -მდე.
ამასთან, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3258 პირი ემსხვერპლა.
stop.gov.ge-ის მონაცემებით, ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი 4.2%-ია, ხოლო ბოლო 7 დღის - 3.75%