საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 528 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - Palitra News

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 528 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

2021-03-23 10:53:09+04:00

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 903 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 296 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 607 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 528 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 278 178-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.53 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.61 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.82%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 299 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 270 668-მდე.