Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 54 470 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 693 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 777 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 562 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 879 368-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.06%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.22% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.91%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 145 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 822 108.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 582 პირი ემსხვერპლა.