საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა - Palitra News

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა

2020-05-24 10:57:18+04:00

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

„დღეს გვაქვს მხოლოდ 2 ახალი შემთხვევა, იყო 728 შემთხვევა, ახლა საქართველოში 730 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გამოჯანმრთელებულია 13 ადამიანი და სულ ამ ეტაპზე, 522 გამოჯანმრთელებულია. აქედან გამომდინარე, ახლა კოვიდცენტრებში მკურნალობს 196 პაციენტი.