საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 15 152 ტესტი ჩატარდა - Palitra News

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 15 152 ტესტი ჩატარდა

2021-01-16 11:44:45+04:00

საქართველოში, ბოლო 24 საათში, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 236 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 025-ს. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ამასთან, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 189 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 231 385-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 916 პირი ემსხვერპლა.