საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 61 ადამიანი გარდაიცვალა - Palitra News

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 61 ადამიანი გარდაიცვალა

2021-09-06 10:45:38+04:00

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით 24 საათში კიდევ 61 ადამიანი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში 4905 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამეში 16 149 ტესტი ჩატარდა.