საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე STOPCOV.GE-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებით 40 შემთხვევა ფიქსირდება.
ამასთან ვებგვერდის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 1344 ადამიანი იმყოფება.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფიცირებული პირებიდან 31 პაციენტი მკურნალობის კურსს ინფექციურ საავადმყოფოში გადის. როგორც მან აღნიშნა, პაციენტების ნაწილს ორმხრივი პნევმონია აღენიშნება, ხოლო დანარჩენის ჯანმრთელობის მდგომარეოაბ შედარებით სტაბილურია.