საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
ამასთან, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით 183 ადამიანია გარდაცვლილი. გამოჯანმრთელდა კიდევ 350 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9751.
ასევე, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4408 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 3155 პირი. კოვიდ სასტუმროში მკურნალობს 1848 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
სულ საქართველოში კორონავირუსის 24562 შემთხვევაა დადასტურებული.