უკანასკნელი 24 საათის საქართველოში კორონავირუსით 39 ადამიანი გარდაიცვალა. - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსით სულ 1 342 ადამიანია გარდაცვლილი.