საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 8696-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 52 გახდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს მათი რიცხვი 4619 შეადგენს მათგან ბოლო 24 საათში 375-მა ინფიცირებულმა დაამარცხა კოვიდ 19-ი.
„კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.