საქართველოში კორონავირუსისგან 36 ადამიანია გამოჯანმრთელებული - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის ინფიცირების 162 შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმშია 5067 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 330 პირი.
ინფორმაციისთვის, 162 ადამიანიდან 36 გამოჯანმრთელებულია, ერთი კი გარდაცვლილი.