საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით 26-ე პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა. მისი თქმით, პაციენტს მძიმე თანმდევი დაავადებები ჰქონდა.
70 წლის პაციენტი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში 17 სექტემბერს შეიყვანს. მას გულის იშემიური დაავადება და ფილტვის ქრონიკური ობსტრუქციული დაავადება ჰქონდა.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში 11 კრიტიკული პაციენტია.