16:53
29 თებერვალი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელებაზე პანიკის საფუძველი არ არსებობს?!
22-01-2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით კორონავირუსის საქართველოში გავრცელების თეორიული რისკი არსებობს. მან ისაუბრა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ ის ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ ვუჰანში გაჩნდა და აღინიშნება 31 დეკემბრიდან. რაც შეეხება სიმპტომებს, ძირითადი კლინიკური გამოხატულება ამ ვირუსის მიერ გამოწვეული დაავადებისა არის ხველა, თავის ტკივილი, ცხელება და სუნთქვის გაძნელება.

გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს ჩვენი დროით 18:00 საათზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში იქნება საგანგებო კომიტეტის სხდომა, სადაც გაანალიზდება არსებული მონაცემები და კომიტეტი მიიღებს რეკომენდაციებს ქვეყნებისადმი. ხვალ კი 10 საათზე სამინისტროში დანიშნულია თათბირი მინისტრთან და სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, სადაც ცენტრი წარადგენს წინადადებებს და სამინისტროს სტრუქტურებთან ერთად იქნება კოორდინირებული მუშაობა და პასუხი სამომავლო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.

AutoPlay
თელავში, სოფელ იყალთოს ტყეში ხანძარია
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი „მთავარ არხს“ ბოიკოტს უცხადებს და ამის გამო მედიასთან კომენტარს არ აკეთებს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ქვეყნის მასშტაბით საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული კონტროლის მექანიზმები გამკაცრებულია
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
სუს-ი ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარისა და ბორჯომის მერის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები