დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა.
პაატა იმნაძე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში აიცრა. ასევე პირდაპირ ეთერში აიცრენ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია, ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე, ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია და ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული პირველი მედიკოსი, ლუგარის ცენტრის თანამშრომელი თამარ გიორგაძე.
სამედიცინო სფეროს იმ წარმომადგენლებმა რომლებმაც ვაქცინაციის პროცესი უკვე გაიარეს კოლეგებს საჯაროდ მოუწოდეს ვაქცინის გაკეთებისკენ და ხაზგასმით განმარტეს, რომ სწორედ ვაქცინაციაა პანდემიის დასასრულის დასაწყისი.
საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა. შესაბამისად, ამ ეტაპზე ვაქცინაცია სწორედ აღნიშნული ვაქცინით მიმდინარეობს.