საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა.როგორც საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge-ზე არის აღნიშნული, ქვეყანაში სულ ჯამში 15 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მსგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
stopcov.ge-ზე განთავსებული მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება სულ 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურების ქვეშ – 51 პაციენტი.