საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსი იტალიიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს დაუფიქსრდა. დასნებოვნებულის ჯანრმთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე მონიტორინგი მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.