საქართველოში კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევებიდან ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ქვეყანაში 11 ივლისისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავს.
უფრო კონკრეტულად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ იმპორტირებული შემთხვევების რაოდენობა კორონავირუსის 980 აღწერილი შემთხვევიდან 272 იყო, ანუ 27.7%. აღნიშნული რაოდენობიდან, ყველაზე დიდი წილი კი 46.6% (127) რუსეთზე მოდის, 8.4% (23) თურქეთზე, 8% (22) და 7.7% (21), შესაბამისად, აზერბაიჯანსა და სომხეთზე.
ამასთან, ანგარიშში საუბარია სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებლებზეც. კერძოდ, 11 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი სამსახურების თანამშრომელთა COVID-19-ით ინფიცირების 129 შემთხვევა, რაც ქვეყანაში რეგისტრირებული შემთხვევების 13.2%-ს შეადგენს, მათ შორის 111 არის სამედიცინო პერსონალი, 18 კი ტექნიკური პერსონალი.