ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკი შეცირებულია, გეგმური ოპერაციები განახლდება.
როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკები ინფექციის გავრცელების კონტროლის კუთხით მზად არიან.გაბუნიას თქმით, უკანასკნელ პერიოდში, ანუ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში, კლინიკაში მიმართვიანობა შემცირდა, შემცირდა გეგმური შემთხვევების ხარჯზე, რომლის გადავადებაც შესაძლებელი იყო. გადავადების გადაწყვეტილება კი მიიღეს თავად პაციენტებმაც.