საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, მოქალაქეთა მიმართვიანობა გაზრდილია. როგორც ცენტრში აცხადებენ, ჰოსპიტალიზება გრიპის ვირუსის კოდით მნიშვნელოვნად მომატებული არ არის.
112-ში ამბობენ რომ გაზრდილია, არამიზნობრივი გამოძახებები, როდესაც მოქალაქე რეკავს და ამბობს, რომ ირანის მოქალაქემ ჩაუარა გვერდით ქუჩაში და აინტერესებს ხომ არ გადაედო ვირუსი.
შეგახსენებთ, 26 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.