რომელ რეგიონში ფიქსირდება კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მაღალი ინფიცრების მაჩვენებელი? - Palitra News

რომელ რეგიონში ფიქსირდება კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მაღალი ინფიცრების მაჩვენებელი?

2020-12-02 11:02:19+04:00

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 4033 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 143 376 შეადგინა. ამასთან, ბოლო 24 საათში, გამოჯანმრთელდა 4 061 ადამიანი, შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 121 621-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით 39 ადამიანი გარდაიცვალა და ჯამში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1 342 გახდა.