საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - Palitra News

საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

2021-02-19 11:05:08+04:00

საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 267 701 გაიზარდა. სულ ქვეყანაში 16 391 ტესტი ჩატარდა და დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,37 პროცენტი გახდა. გამოჯანმრთელდა 311 პირი გარდაიცვალა 7 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში - 253 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1813. კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა ამ ეტაპზე 232ს შეადგენს.