საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - Palitra News

საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

2020-09-02 09:36:55+04:00

საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1548 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 17-ით გაიზარდა და ამჟამად 1270-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6059 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.